ფეხბურთი

18:20 | 28.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

"ლაციოს" პრეზიდენტი "რომაში" დიბალას ტრანსფერზე: "ჩვენ საფეხბურთო სტიკერებს არ ვაგროვებთ"

რომის „ლაციოს“ პრეზიდენტი კლაუდიო ლოტიტო „რომაში“ პაულო დიბალას ტრანსფერს გამოეხმაურა და როგორც აღნიშნა, მას საფეხბურთო სტიკერები არ აინტერესებს, რეალობას ეყრდნობა.

„მის ტრანსფერს ჩემზე არანაირი ეფექტი არ მოუხდენია, მე არ ვეყრდნობი ოცნებებს, არამედ მყარ რეალობას. ჩვენ არ ვაგროვებთ საფეხბურთო სტიკერებს, ეს არ გვაინტერესებს. ლოტიტოს შედეგები მოაქვს, ფაქტობრივად, „იუვეს“ შემდეგ ჩვენ ვართ კლუბი, რომელმაც იტალიაში ბოლო წლებში ყველაზე მეტი ტიტული მოიგო.

„რომას“ სატრანსფერო ბაზარი თუ არის პირველ გვერდზე არ ვიცი, თუმცა, „ლაციომ“ 6 ფეხბურთელი იყიდა. მე არ მაინტერესებს ესთეტიკური საკითხები, არ ვარ გულშემატკივარ-პრეზიდენტი, მაგრამ ვარ პრეზიდენტ-გულშემატკივარი და მე უნდა შევუქმნა კლუბს პირობები, რომ უფრო ფერადი მომავალი ჰქონდეს“, - თქვა ლოტიტომ.

შეგახსენებთ, „რომამ“ პაულო დიბალა უფასოდ დაიმატა და კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულამდე გაუფორმა.

0.110348