ფეხბურთი

22:53 | 26.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

"ატალანტას" მცველი დოპინგ კონტროლზე ჩავარდა

ბერგამოს „ატალანტას“ მცველ ხოსე ლუის პალომინოს დისკვალიფიკაცია ემუქრება. საქმე ისაა, რომ არგენტინელი ფეხბურთელი დოპინგ ტესტზე ჩავარდა. ინფორმაცია იტალიურმა კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა.

პალომინოს სხეულში შემოწმების შედეგად აკრძალული პრეპარატი აღმოაჩინეს და ახლა მის საკითხს ტრიბუნალი განიხილავს.

32 წლის პალომინო „ატალანტაში“ 2017 წლიდან თამაშობს და 203 შეხვედრაში 8 გოლი აქვს გატანილი, მანამდე კი „სან ლორენსოს“, „არგენტინოს ხუნიორსის“, „მეცისა“ და „ლუდოგორეცის“ წევრი იყო, არგენტინის ნაკრებში კი მას არასდროს უთამაშია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118024