ფეხბურთი

11:34 | 22.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

სადიო მანემ მოჰამედ სალაჰთან ურთიერთობაზე ისაუბრა

მიუნხენის „ბაიერნის“ ფეხბურთელმა სადიო მანემ განაცხადა, რომ მოჰამედ სალაჰთან დაძაბული ურთიერთობა არ აქვს. როგორც სენეგალელმა თავდამსხმელმა აღნიშნა, არ არსებობს ფეხბურთელი, რომლის თანაგუნდელი ყოფილა და მასთან კარგი ურთიერთობა არ ჰქონია.

„ზოგჯერ ხალხი ეძებს ჩემსა და სალაჰს შორის დაპირისპირებას, მაგრამ გულწრფელად გითხრათ, მე მეტოქეობას არცერთ ფეხბურთელთა არ ვგრძნობ. ჩვენ კარგი ურთიერთობა გვაქვს, ერთმანეთს ვწერთ. გაზეთები კი ჩვენს ურთიერთობაში აფეთქების მოძებნას ყოველთვის ცდილობენ.

ვერ იპოვით ერთ მოთამაშესაც კი, ვისაც კარგად ვერ ვეწყობი. ყველასთან, ვისთანაც მითამაშია კარგი ურთიერთობა მაქვს. ნებისმიერ ჰკითხეთ, ყველასთან შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს“, - თქვა მანემ.

შეგახსენებთ, რომ სადიო მანემ „ლივერპული“ დატოვა და „ბაიერნში“ გადავიდა. ის და სალაჰი თანაგუნდელები 2017-2022 წლებში იყვნენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.121442