სხვა

13:08 | 21.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

1 გამარჯვება დადებით ბალანსამდე - ტოჩინოშინმა ნიშიკიფუჯი იოლად დაამარცხა (+VIDEO)

ქართველი სუმოისტი ნაოია ბაშოზე წარმატებულ გამოსვლას აგრძელებს და დადებით ბალანსამდე მხოლოდ 1 გამარჯვება აშორებს. ტოჩინოშინი ზაფხულის სუპერტურნირის მე-12 საშეჯიბრო დღეს მე-17 მაეგაშირა ნიშიკიფუჯის შეხვდა და ცუკიოტოშის ილეთით აჯობა.

ჩვენებური აღნიშნულ მეტოქეს პირველად შეხვდა და ურთიერთშეხვედრებში მოგება-წაგების ბალანსი სათავისოდ გახსნა. დღევანდელ შეხვედრას რაც შეეხება, ტოჩიმ ნიშიკიფუჯი ლამაზი ილეთით მარტივად გადააგდო დოჰიოს მიღმა. აღსანიშნავია ისიც, რომ იაპონელს დადებითი ბალანსი უკვე მოპოვებული აქვს (8:4).

ასე რომ, ქართველ გოლიათს ივლისის ბაშოზე 7 გამარჯვების წილ 5 მარცხი აქვს. წინ კიდევ 3 ბრძოლაა, რომელთაგანაც მინიმუმ ერთის მოგება აუცილებლად სჭირდება. ლევანის მომდევნო მეტოქე კი ჩიიოშომა იქნება, რომელსაც მიმდინარე ტურნირზე დადებითი ბალანსისთვის ყველა ბრძოლის მოგება უნდა. (5:7). ის ტოჩინოშინს აქამდე 6-ჯერ დაუპირისპირდა და 3 მოგების საწინააღმდეგოდ 3 მარცხი აქვს.

0.112159