სხვა

12:10 | 18.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

ტოჩინოშინის მეოთხე მარცხი ნაგოია ბაშოზე (+VIDEO)

ნაგოიაში მიმდინარე ივლისის ბაშოზე ტოჩინოშინისთვის მეცხრე საშეჯიბრო დღე წარუმატებელი გამოდგა.

ლევან გორგაძეს ბოლო ორი ბრძოლა მოგებული ჰქონდა, მაგრამ ამჯერად მე-10 მაეგაშირა ჩიოტაირიუსთან მარცხი განიცადა. ქართველ სუმოისტს დოჰიო არ დაუტოვებია, თუმცა, წონასწორობა ვერ შეინარჩუნა და დაეცა, რის გამოც ბრძოლა ჰატაკიკომის ილეთით დათმო.

ამრიგად, 9 საშეჯიბრო დღის შემდეგ ტოჩინოშინის ბალანსი ისევ დადებითია - 5 მოგება და 4 წაგება. ხვალ გორგაძე ტეროცუიოშის შეხვდება, რომელთანაც ურთიერთშეხვედრებში უარყოფითი ბალანსი გააჩნია - 3 გამარჯვება 6 მარცხის საპირისპიროდ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.101399