საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი თორნიკე ოქრიაშვილი სამხრეთ კორეის ჩემპიონ „ჩონბუკში“ ითამაშებს. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.
ოქრიაშვილი სამხრეთკორეულ გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა და ვაკო ყაზაიშვილის შემდეგ მეორე ქართველია, რომელიც K ლიგაში ითამაშებს. გარდა ამისა, სამხრეთკორეაში თამაშობს ნიკა კაჭარავაც, თუმცა, ქვედა ლიგის ბინადარ ჯეონამ დრაგონსში.
„ჩონბუკი“ სამხრეთ კორეის ჩემპიონი 9-ჯერ გახდა და ამის გაკეთება ბოლოს 12 წელიწადში მოახერხა, მათ შორის, ბოლო ორი სეზონის ჩემპიონია. ამჟამად კი, 21 ტურის თავზე მეორე ადგილზეა და ლიდერ „ულსანს“, სადაც ვაკო ყაზაიშვილი თამაშობს, 5 ქულით ჩამორჩება.
შეგახსენებთ, რომ თორნიკე ოქრიაშვილი ბოლოს ნიქოზიის „აპოელში“ თამაშობდა, ხოლო მანამდე „ანორთოსისის“, „კრასნოდარის“, „ეშქიშეჰირსპორის“, „ჩერნომორეცის“, „გენკის“, „მარიუპოლის“, „შახტარისა“ და „გაგრას“ წევრი იყო.