სხვა

12:34 | 11.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

ნაგოია ბაშოზე ტოჩინოშინმა პირველი მარცხი განიცადა (+VIDEO)

ნაგოია ბაშოზე ტოჩინოშინის მოგება-წაგების ბალანსი გათანაბრდა. ქართველმა სუმოისტმა მე-2 საშეჯიბრო დღეს მე-7 მაეგაშირა ოკინეუმთან დამარცხდა.

34 წლის გოლიათისადა მისი მეტოქის დაპირისპირება დაძაბული გამოდგა და თანაბრად მიმდინარეობდა, თუმცა საბოლოოდ ოკინეუმმა ტოჩის დოჰიოდან გადაყვანა შეძლო და გამარჯვება იორიკირის ილეთით მოიპოვა.

ეს წყვილის 21-ე ორთაბრძოლა იყო და ტოჩინოშინს მცირედი უპირატესობა დარჩა, რადგან 11 გამარჯვების წილ - 10 მარცხი აქვს.

ამრიგად, ლევან გორგაძეს 2 დღის თავზე 1 მოგება და ამდენივე მარცხი აქვს. დადებითი ბალანსისთვის კი დარჩენილი 13 ორთაბრძოლიდან მინიმუმ 7 უნდა მოიგოს. ხვალ ქართველის მეტოქე მე-9 მაეგაშირა შიმანოუმი იქნება, რომელსაც 2 ბრძოლიდან 1 მოუგო.

0.122204