სხვა

12:54 | 10.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

ტოჩინოშინმა ნაგოია ბაშო მოგებით დაიწყო (+VIDEO)

დღეიდან მომდევნო 2 კვირის გამავლობაში ქართველი სუმოისტი, ტოჩინოშინი დადებითი ბალანსისთვის იბრძოლებს. ნაგოია ბაშო დღეს დაიწყო და ჩვენებურმა მოგებით დაიწყო.

ზოგადად, ბოლო ატურნირზეც გამოჩდა, რომ ტოჩის დადებითი ბალანსის მოპოვების რესურსი აქვს, და დღებანდელმა შეხვედრამ ამაში კიდევ უფრო დაგვარწმუნა.

მიუხედავად იმისა, რომ დიდი ბრძოლა არ ყოფილა, ქართველმა ძალიან ლამაზი ილეთით - ჰატაკიკომით იმარჯვა. მისი მეტოქე მე-7 მაეგაშირა ჰოკუტოფუჯი იყო, რომელთანაც აქამდე უარყფითი ბალანსი ჰქონდა, თუმც, დღეს ესეც გათანაბრდა. წყვილი ერთმანეთს მე-12-ედ შეხვდა და ორივე მათგანს 6-6 მოგება-წაგება აქვთ.

აღსანიშნავია ისიც, რომ ტოჩის 29 წლის მეტოქესთან ბოლო 3 ბრძოლა ჰქონდა წაგებული და დღეანდელი გამარჯვება მისთვის ერთგვარი შურისძიება გახლდათ.

ამრიგად, ტოჩინოშინმა ნაგოია ბაშო მოგებით დაიწყო. წინ კიდევ 14 ორთაბრძოლაა, რომელთაგანაც 7 მინიმუმ მოსაგებია, რადგან დადებითი ბალანსი კვლავ გაინაღდოს.

ხვალ ქართველი გოლიათი მე-7 მაეგაშირა ოკინეუმს შეხვდება, რომელთანაც ჩატარებული 20 ბრძოლიდან 11 მოგებული აქვს, ხოლო 9 შეხვედრაში დამარცხდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.108976