ფეხბურთი

22:53 | 5.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

დი მარია "იუვენტუსის" ფეხბურთელი მიმდინარე კვირაში გახდება

ანხელ დი მარიასა და „იუვენტუსს“ შორის საბოლოო შეთანხმება შედგა, აბსოლუტურად ყველა დეტალზე. ინფორმაციას რომეო აგრესტი ავრცელებს.

წყაროს თანახმად, დი მარია უკვე „იუვეს“ ფეხბურთელია და მხოლოდ ოფიციალური განცხადების გაკეთება რჩება. არგენტინელი ტურინულ გრანდს პოლ პოგბამდე შეუერთდება.

შეგახსენებთ, რომ დი მარია თავისუფალი აგენტია, შესაბამისად, „იუვე“ ამ ტრანსფერში ფულს არ გადაიხდის.

არგენტინელს კარიერის განმავლობაში „როსარიო სენტრალში“, „ბენფიკაში“, „რეალში“, „მანჩესტერ იუნაიტედსა“ და „პარი სენ ჟერმენში“ უთამაშია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111317