ფეხბურთი

16:43 | 4.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ფრანკ კესი "ბარსელონას" ფეხბურთელია

კატალონიის „ბარსელონამ“ ფრანკ კესის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა. 25 წლის კოტ დივუარელი „ბლაუგრანას“ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.

„ბარსამ“ კესი „მილანიდან“ თავისუფალი აგენტის სტატუსით დაიმატა და 4-წლიანი კონტრაქტი გაუფორმა. აღსანიშნავია, რომ მისი გამოსასყიდი თანხა 500-მილიონ ევროდ განისაზღვრა.

როგორც ესპანური კლუბის ვებგვერდი იტყობინება, 6 ივლისს, კესის პრეზენტაცია გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ ფრანკ კესიმ 2017-2022 წლებში „მილანის“ მაისურით 224 მატჩში 39 გოლი გაიტანა, მაგრამ კონტრაქტი განახლებაზე უარი თქვა და კლუბი დატოვა. მანამდე მან სახელი „ატალანტაში“ გაითქვა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.098343