ჩოგბურთი

16:10 | 1.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

ნიკოლოზ ბასილაშვილი უიმბლდონს მესამე წრეში გამოეთიშა

ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ერთეულთა თანრიგში უიმბლდონს მესამე წრეში გამოეთიშა.

30 წლის ბასილაშვილი 1/16 ფინალში რეიტინგის 104-ე ნომერ ტიმ ვან რაიტჰოვენს შეხვდა, რომელიც შესანიშნავ ფორმაშია და ამ შეხვედრას ზედიზედ 7 მოგებით შეხვდა. ნიდერლანდელმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მართლაც გადასარევ ფორმაშია და რეიტინგის 26-ე ნომერი მეტოქე უშანსოდ დაამარცხა - 3:0.

რაიტჰოვენმა პირველ სეტში 4:4-ზე ბრეიკი მიითვალა და ეს უპირატესობა გამოიყენა, ხოლო მეორე სეტში უფრო ადვილად, 6:3 იმარჯვა. მესამე სეტში მცირე ბრძოლა იყო, მაგრამ 4:4-ის შემდეგ ნიდერლანდელმა ორი გეიმი მოიგო და თამაში გამარჯვებამდე მიიყვანა - 6:4, 6:3, 6:4.

შეხვედრა საათსა და 43 წუთს გაგრძელდა. ბასილაშვილს მხოლოდ 2 ეისი და 7 ორმაგი შეცდომა ჰქონდა, ხოლო მისმა მეტოქემ 8 ორმაგი შეცდომა კი დაუშვა, მაგრამ სამაგიეროდ 21 ეისი მიითვალა. ამრიგად, ბასილაშვილმა 2015 წელს უიმბლდონზე დაფიქსირებული საკუთარი შედეგი გაიმეორა და ყველაზე პრესტიჟული გრანდ სლემის მესამე წრეში ითამაშა, მაგრამ მერვედფინალში გასვლა ვერ შეძლო.

ქართველი ჩოგბურთელი ჯერჯერობით უიმბლდონზე რჩება და ასპარეზობას წყვილთა თანრიგში გააგრძელებს, სადაც 1/16 ფინალშია გასული.

0.115652