ფეხბურთი

12:43 | 1.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

ლუკა ზარანდიამ "კორონასთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა

ლუკა ზარანდიამ პოლონურ „კორონასთან“ კონტრაქტი გაახანგრძლივა და კლუბში 2023 წლის ზაფხულამდე დარჩება. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.

ზარანდია „კორონას“ გასული სეზონის მეორე ნახევარში შეუერთდა და ქვედა ლიგაში ჩატარებულ 8 მატჩში 1 გოლით და 1 საგოლე პასით გამოირჩა. „კორონა“ უმაღლეს დივიზიონში აღზევდა და ახალ სეზონს ექსტრაკლასაში გაატარებს.

26 წლის ფეხბურთელს თბილისის „ლოკომოტივში“, ბელგიურ „გენკში“, ოლონურ „არკაში“, ბელგიურ „ზულტე ვარეგემსა“ და ყაზახურ „ტობოლში“ აქვს ნათამაშები. პოლონეთის ჩემპიონატში მის აქტივში 50 მატჩი, 6 გოლი და 9 საგოლე პასია. 2017 წელს მან „არკას“ რიგებში პოლონეთის თასი მოიგო და ფინალში გამარჯვების გოლი გაიტანა.

0.117526