ფეხბურთი

11:45 | 1.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

იტალიური მედია: გატუზო "ვალენსიას" დატოვებას განიხილავს

ჯენარო გატუზოს „ვალენსიას“ ხელმძღვანელობასთან პირველი კონფლიქტი აქვს. ამის შესახებ ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს.

როგორც იტალიელები წერენ, გატუზო ძალიან უკმაყოფილოა სატრანსფერო ბაზარზე კლუბის პასიურობით. „რინომ“ ედინ ჯეკოს ტრანსფერი მოითხოვა, რაზეც ხელმძღვანელობისგან უარი მიიღო, რისი მიზეზიც ბოსნიელის მაღალი ხელფასია. გარდა ამისა, „ვალენსია“ ვერ ახერხებს მატეო პოლიტანოს შეძენასაც და ზოგადად, შემადგენლობის გაძლიერება პრაქტიკულად არ იგეგმება. უფრო მეტიც, ვალენსიელები ლიდერების გაყიდვას გეგმავენ.

44 წლის მწვრთნელი სწორედ ამიტომ უკმაყოფილოა და პოსტის დატოვებასაც კი განიხილავს. ჯერჯერობით, გატუზოს გადადგომის შანსი არცთუ ისე დიდია, მაგრამ იტალიელ სპეციალისტსა და კლუბის მენეჯმენტს შორის პირველი ბზარი გაჩნდა.

შეგახსენებთ, რომ ჯენარო გატუზომ „ვალენსია“ ერთი თვის წინ ჩაიბარა. იტალიელი მწვრთნელი გასულ ზაფხულს ფლორენციის „ფიორენტინაში“ დაინიშნა, მაგრამ სწორედ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტის გამო დანიშვნიდან ერთ კვირაში თანამდებობა დატოვა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110948