კალათბურთი

10:47 | 1.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

ჰარდენი "ფილადელფიაში" რჩება: ჯეიმსთან ერთად ორი ყოფილი თანაგუნდელიც ითამაშებს

„ფილადელფია სიქსერსი“ ჯეიმს ჰარდენთან კონტრაქტის გახანგრძლივებას გეგმავს და ხელშეკრულების დეტალების განსახილველად მხარეები შაბათ-კვირას შეხვდებიან.

32 წლის კალათბურთელი „ფილადელფიაში“ „ბრუკლინ ნეტსიდან“ გადავიდა, სადაც მხოლოდ 1 სეზონი გაატარა, გარდა ამისა ცნობილია, რომ ამერიკელთან ერთად მისი ყოფილი თანაგუნდელებიც ითამაშებენ, რადგან „სიქსერსს“ საშუალება მისცა მოლაპარაკებები პი ჯეი ტაკერთან, დანუელ ჰაუსთან ეწარმოებინათ. განიხილება ასევე ტრეველინ ქვინის დამატება.

გეტყვით, რომ ტაკერმა ჯეიმსთან ერთად "ჰიუსტონ როკეტსში" სამი სეზონი გაატარა (2017-2021), ხოლო ჰაუსი 2018-19 წლებში ჩავიდა. ორ სეზონში სამივე მოთამაშის მონაწილეობით, მათ 97 შეხვედრა მოიგეს და 57 დათმეს. ორივე სეზონში დასავლეთ კონფერენციის ნახევარფინალში გასვლა მოახერხეს, თუმცა ეს მაქსიმუმი გამოდგა.

ჰარდენმა „ფილადელფიაში“ 21 მატჩი ჩაატარა და ის საშუალოდ 21.0 ქულას, 10.5 პასს, 7.0 მოხსნასა და 1.3 ჩაჭრას აგროვებდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114227