ჩოგბურთი

14:20 | 28.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

მატეო ბერეტინის კორონავირუსი აქვს და უიმბლდონზე ვერ ითამაშებს

იტალიელი მატეო ბერეტინი უიმბლდონზე ვერ ითამაშებს. 26 წლის ჩოგბურთელს კორონავირუსი აქვს და დიდი სლემის შეჯიბრს გამოაკლდა.

„გული მტკივა, მაგრამ უნდა განვაცხადო, რომ უიმბლდონზე ვერ ვითამაშებ, რადგან კორონავირუსი მაქვს. მქონდა გრიპის სიმპტომები და ბოლო რამდენი დღე იზოლირებული ვიყავი. სიტყვები არ მაქვს, რომ აღვწერო ეს უკიდურესი იმედგაცრუება, რომელსაც განვიცდი. ოცნება დამთავრდა, მაგრამ უფრო ძლიერი დავბრუნდები“, - დაწერა იტალიელმა სოციალურ ქსელში.

მატეო ბერეტინი ბალახის საფარზე განსაკუთრებით გამორჩეულია და ერთი კვირის წინ ლონდონში ქვინზის ტურნირი ზედიზედ მეორედ სწორედ ბალახზე მოიგო. გარდა ამისა, იტალიელი შარშანდელი უიმბლდონის ფინალისტია, სადაც ფინალი ნოვაკ ჯოკოვიჩთან წააგო. აღსანიშნავია, რომ უიმბლდონს მანამდე კორონავირუსის გამო მარინ ჩილიჩი გამოაკლდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111563