ჭიდაობა

0:30 | 27.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

ბერძნულ-რომაული ჭიდაობა: საქართველოს შემადგენლობა 20-წლამდე ევროპის ჩემპიონატისთვის

რომში ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი იწყება. შეჯიბრებას ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები გახსნიან. საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები კონკურენციაში სრული შემადგენლობით - 10 სპორტსმენით ჩაებმება.

27 ივნისს, ათი წონითი კატეგორიიდან ხუთში: 55, 63, 77, 87 და 130 კილოგრამებში წინასწარი ეტაპისა და ნახევარფინალური შეხვედრები გაიმართება. მედლები კი 28 და 29 ივნისს გათამაშდება.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

55 კგ - ლუკა ჯავახაძე

60 კგ - დიმიტრი ხაჩიძე

63 კგ - რომეო ბერიძე

67 კგ - ნიკა ბროლაძე

72 კგ - თემურ ორჯონიკიძე

77 კგ - თორნიკე მიქელაძე

82 კგ - აჩიკო ბოლქვაძე

87 კგ - ბექა მელელაშვილი

97 კგ - კოტე სიჭინავა

130 კგ - მათე გოქაძე

მთავარი მწვრთნელი: რევაზ ლაშხი

მწვრთნელები: გიორგი ჯობავა, დავით ურიდია

ექიმ-რეაბილიტოლოგი: გიორგი მურცხვალაძე

ევროპის 20-წლამდელთა ჩემპიონატს ქართველი მსაჯიც მოემსახურება - რუსლან დარსანია

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116857