ფეხბურთი

20:36 | 21.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ შკრინიარში 60 მილიონ ევროს იხდის

„პარი სენ ჟერმენი“ „ინტერისა“ და სლოვაკეთის ნაკრების ცენტრალური მცველის, მილან შკრინიარის შეძენაზე მუშაობს.

იტალიური მედიის ცნობით, ფრანგული კლუბი ძალიან გააქტიურდა და სლოვაკის ტრანსფერის დახურვას ცდილობს. როგორც ცნობილია, პსჟ-მ „ინტერს“ 27 წლის მცველში 60 მილიონი ევრო შესთავაზა.

ვინაიდან „ინტერს“ ფინანსური კრიზისი აქვს, დიდი შანსია, რომ გუნდის ერთ-ერთი ლიდერის გაყიდვაზე თანხმობა განაცხადოს.

მილან შკრინიარი „ინტერის“ ღირსებას 2017 წლიდან იცავს და 215 შეხვედრაში 11 გოლი აქვს გატანილი. მანამდე ის გენუის „სამპდორიას“, „ზლატე მორავცესა“ და „ჟილინას“ ღირსებას იცავდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111491