ფეხბურთი

14:10 | 30.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

დე ბრუინი: "ერთა ლიგა ჩემთვის მნიშვნელოვანი ტურნირი არაა"

„მანჩესტერ სიტისა“ და ბელგიის ნაკრების ნახევარმცველმა კევინ დე ბრუინმა ერთა ლიგის შესახებ კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ეს მისთვის მნიშვნელოვანი ტურნირი არაა.

„ერთა ლიგა ჩემთვის მნიშვნელოვანი არ არის. ეს იქნება მხოლოდ ამხანაგური მატჩები, ოდნავ უფრო მაღალი ინტერესით გრძელი და რთული სეზონის შემდეგ. თუმცა, ამ მატჩებს მოუთმენლად ნამდვილად არ ველოდები“, - თქვა დე ბრუინმა.

შეგახსენებთ, რომ ბელგიის ნაკრებს ივნისში ერთა ლიგაზე, ნიდერლანდების, პოლონეთისა და უელსის ნაკრებებთან თამაში მოუწევს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.072268