ფეხბურთი

14:18 | 27.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

ანდრეა პირლომ შესაძლოა სერია A-ს კლუბი ჩაიბაროს

ანდრეა პირლო შესაძლოა სამწვრთნელო საქმეს დაუბრუნდეს და სერია A-ს ახალწვეული „კრემონეზე“ ჩაიბაროს.

Sportmediaset-ის ინფორმაციით, კრემონელები 43 წლის სპეციალისტთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ. „კრემონეზე“ სერია A-ში 1996 წლის შემდეგ პირველად ითამაშებს და ამ წარმატებას ფაბიო პეკიასთან ერთად მიაღწია, მაგრამ მან რამდენიმე დღის მოულოდნელად დაკავებული თანამდებობა დატოვა და კლუბიც ახალ მწვრთნელს ეძებს.

„კრემონეზეს“ მეორე ვარიანტიც აქვს მაქს ალვინი, რომელიც „პერუჯას“ წვრთნის, მაგრამ პირლო ფავორიტად მიიჩნევა და დიდი ალბათობით, თანხმობასაც განაცხადებს.

შეგახსენებთ, რომ ანდრეა პირლოს მწვრთნელად მხოლოდ ერთი წელი აქვს ნამუშევარი, როცა 2020-2021 წლების სეზონში „იუვენტუსს“ წვრთნიდა და ტურინულ გრანდთან ერთად იტალიის თასი და იტალიის სუპერთასი მოიგო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117325