ფეხბურთი

1:50 | 18.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

ლაპორტა მბაპეზე: "50 მილიონიანი ხელფასი სურს და ჩემპიონთა ლიგასაც ვერ იგებს"

„ბარსელონას“ პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ კილიან მბაპესა და რობერტ ლევანდოვსკის შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, ფრანგი შემტევის დამატებაზე არასდროს უფიქრიათ, რადგან მბაპე ძალიან მაღალ ხელფასს ითხოვს.

„ჩვენ არ შეგვიძლია ხარჯვის გარკვეულ ნაწილს გავცდეთ. თუ მბაპეს ხელფასის სახით 50 მილიონი ევრო სურს, ჩვენ ამას ვერ გადავიხდით. არასდროს გვიფიქრია ფეხბურთელის შეძენაზე, რომელიც ხელფასის სახით 40-50 მილიონ ევროს ითხოვს და მერე ჩემპიონთა ლიგასაც ვერ იგებს.

ლევანდოვსკი? არ მინდა დეტალური პასუხის გაცემა. ვმუშაობთ, რომ უფრო კონკურენტუნარიანი გუნდი ვიყოთ, მაგრამ ეკონომიკური ვითარებიდან გამომდინარე, ადვილი არ არის. ჩვენ ვმუშაობთ კლუბის ანგარიშების გასუფთავებაზე, ამის შემდეგ შევძლებთ ოპერაციების განხორციელებას“, - თქვა ლაპორტამ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.125554