ფეხბურთი

0:59 | 14.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

"იუვენტუსმა" დი მარიას ტრანსფერზე მუშაობა დაიწყო

ტურინის „იუვენტუსი“ ანხელ დი მარიას დამატებას გეგმავს. იტალიური მედიის ცნობით, ფეხბურთელთან მოლაპარაკებების პირველი ეტაპი დაწყებულია.

დი მარიას პსჟ-სთან კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება და თავისუფალი აგენტი გახდება. ტურინელები არგენტინელის ხელფასზე და კონტრაქტის ხანგრძლივობაზე ჯერჯერობით მუშაობენ და ანხელის აგენტთან კონტაქტი კიდევ ერთხელ რამდენიმე დღეში ექნებათ.

შეგახსენებთ, რომ ანხელ დი მარიას „პარი სენ ჟერმენის“ გარდა, „მანჩესტერში“, „რეალსა“ და „ბენფიკაში“ უთამაშია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113893