სხვა

13:05 | 13.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

ნაცუ ბაშოზე ტოჩინოშინმა ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა! (+VIDEO)

ნაცუ ბაშოზე ზედიზედ 3 მარცხის შემდეგ ტოჩინოშინი ფორმაში შევიდა და დღეს უკვე მიჯრით მესამე გამარჯვება მოიპოვა. ქართველმა სუმოისტმა გაზაფხულის მეორე სუპერტურნირზე მოგება-წაგების ბალანსი გაათანაბრა.

ტოჩი მე-11 მაეგაშირა ჩიიოშომას შეხვდა და კონეტაგეს ილეთით აჯობა. ჩვენებურმა უპირატესობა შერკინებისთანავე მოიპოვა და მეტოქე დოჰიოდან მოხერხებულად ლამაზი ილეთით მოისროლა.

">www.youtube.com/watch?v=NQMrQyM0xnk]

(ტოჩის ბრძოლა - 2:54:50-დან)

ეს წყვილის მე-6 დაპირისპირება იყო და ამ მხრივ ურთიერთშეხვედრებში ბალანსი გათანაბრდა - 3:3.

ხვალ გორგაძის მეტოქე მე-7 მაეგაშირა კოტოეკო იქნება, რომელსაც აქამდე 6-ჯერ შეხვედრია და 5 დაპირისპირება ლევანის გამარჯვებით დასრულდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117806