კალათბურთი

12:48 | 12.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

მოქმედი ჩემპიონი მომდევნო ეტაპთან ახლოსაა - "ბოსტონ სელტიკსი" ანტეტოკუმპომ შეაჩერა (+VIDEO)

„ბრუკლინ ნეტსთან“ სენსაციურად 4:0 გამარჯვების შემდგომ „ბოსტონ სელტიკსი“ NBA-ს მოქმედ ჩემპიონთანაც იბრძოდა, თუმცა, დღეს ის სერიაში ჩამორჩა და მომდევნო ეტაპზე გასასვლელად აუცილებლად 2 მოგება სჭირდება. თავის მხრივ „მილუოკი ბაქსს“ შეუძლია, რომ 14 მაისს ყველაფერი დაასრულოს და ჩემპიონობისთვის ბრძოლა განაგრძოს.

უდოკას გუნდი მთელი თამაშის განმავლობაში დიდ უპირატესობას ფლობდა, თუმცა „მილუოკიმ“ მატჩის დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე დაატრიალა და საქმე თავის სასარგებლოდ დაასრულა.

„ბოსტონის“ კალათბურთელები ბოლო მეოთხედში 11 ქულითაც იგებდნენ. მაგრამ, მაშინ როდესაც ანგარიში 105:107 იყო ანტეტოკუმპო საჯარიმო ხაზზე დადგა, პირველი სროლა გამოიყენა, მეორე კი დამატებაზე პორტისმა ჩააგდო და „ბაქსი“ წინ გაიჭრა. შეხვედრის დასრულებამდე 6 წამით ადრე კი პეტ კონაუტონმა ორივე საჯარიმო ჩააგდო და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 110:107.

თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ანტეტოკუმპოს დღე იყო, თუმცა, მას თანაუნდელებიც მნიშვნელოვნად დაეხმარნენ. ბერძენმა კალათბურთელმა თამაში ორმაგი დუბლით - 40 ქულით, 11 მოხსნითა და 3 შედეგიანი გადაცემით დაასრულა. მან 27-დან 16 სრილა გამოიყენა, მათ შორის 5-დან 2 სამიანი, 22-დან 14 ორიანი და 10-დან 6 საჯარიმო.

თამაში რომ შემოაბრუნეს და გამარჯვებამდე მივიდნენ, ეს დიდწილად ჯრუ ჰოლიდეის დამსახურებაა. მან დაცვაში იდეალურად ითამაშა და ქულებიც გვარიანად ააგროვა. საბოლოოდ მის ანგარიშზე 24 ქულასთან ერთად 8-8 მოხსნა და პასი იყო.

14 ქულა, 15 მოხსნა და 2 პასი იყო ბობი პორტისის ანგარიშზე, ხოლო პეტმა თამაში 13 ქულით დაასრულა.

დამარცხებულთაგან ყველაზე შედეგიანი ჯეისონ ტეიტუმი იყო. 24 წლის ფორვარდმა 36 ქულა, 6 მოხსნა და 4 პასი გაახერხა, თუმცა ეს საკმარისი არ გამოდგა. 26 ქულ, 8 მოხსნა და 6 პასი ჰქონდა ჯეილენ ბრაუნს. აღსანიშნავია ისიც, რომ ამ ორმა კალათბურთელმა „ბოსტონის ჩაგდებული ქულების ნახევარზე მეტი ჩააგდეს.

"მილუოკი ბაქსი" სერიაში 3:2-ს იგებს, ამ გუნდების მომდევნო შეხვედრა კი 14 მაისს გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11498