ფეხბურთი

13:58 | 11.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

არასასიამოვნო ფაქტებისგან თავის არიდების მიზნით "საბურთალო" "დინამო ბათუმს" შეზღუდვებით უმასპინძლებს

ბოლო დროს საქართველოს ეროვნულ ლიგაში გულშემატკივართა მხრიდან არეულობის ფაქტები გამოვლინდა. მსგავსი შემთხვევები ჯერ "ტორპედოსა" და "დინამო თბისლისის" მატჩშიი, შემდეგ კი "დინამო თბილისისა და "ბათუმის დინამოს" შეხვედრაში დაფიქსირდა.

ბუნებრივია არცერთ შეხვედრას სანქციების გარეშე არ ჩაუვლია. გამომდინარე აქიდან, "საბურთალომ" მიიღო გადაწყვეტილება, რომ "დინამო ბათუმთან" მატჩს უსაფრთხოების მიზნით განსხვავებული ფორმით უმასპინძლოს. კერძოდ, ამ კონკრეტულ დაპირისპირებას ყველა თამაშზე წასვლის მსურველი ვერ დაესწერება.

კლუბის ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნდა განცხადება, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"გეცოდინებათ, რომ „საბურთალოსა“ და ბათუმის „დინამოს“ მატჩი რუსთავში, სფფ-ს ტექნიკურ ცენტრში ჩატარდება. იქიდან გამომდინარე, რომ ბოლო დროს კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში რამდენიმე არასასიამოვნო ფაქტი დაფიქსირდა, მატჩის უსაფრთხოდ ჩატარების მიზნით, შეხვედრაზე დაიშვებიან მხოლოდ აკრედიტირებული ჟურნალისტები და მცირე რაოდენობის “საბურთალოსა” და ბათუმის “დინამოს” ქომაგები, რომლებიც ისარგებლებენ სპეციალურად დამზადებული მოსაწვევებით" - წერია განცხადებაში.

შეგახსენებთ, „დინამოს“ 12 შეხვედრაში 27 ქულა აქვს და ლიდერია, „საბურთალო“ კი 21 ქულით მე-4 პოზიციაზე იმყოფება. უშუალოდ ამ გუნდების დაპირისპირება კი 12 მაისს, თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.

0.15212