ფეხბურთი

18:40 | 10.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

"მანჩესტერ სიტიმ" ერლინგ ჰოლანდის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა

ინგლისურმა „მანჩესტერ სიტიმ“ ერლინგ ჰოლანდის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.

როგორც „ქალაქელთა“ განცხადებაშია აღნიშნული, „დორტმუნდთან“ პრინციპულ შეთანხმებას მიაღწიეს და მიმდინარე წლის 1 ივლისიდან ნორვეგიელი ფორვარდი „სიტის“ ფეხბურთელი გახდება.

არაოფიციალური ცნობით, 21 წლის ჰოლანდის სანაცვლოდ ინგლისელებმა 75 მილიონი ევრო გაიღეს და კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე გააფორმა.

შეგახსენებთ, ერლინგ ჰოლანდი „დორტმუნდის“ რიგებში 2020 წლიდან თამაშობს და 88 თამაშში თავი 85 გოლით გამოიჩინა. მანამდე 21 წლის ნორვეგიელი ავსტრიულ „ზალცბურგსა“ და სამშობლოში, „მიოლდეს“ რიგებში თამაშობდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.060069