ფეხბურთი

10:28 | 4.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

პაულო დიბალამ "ინტერი" აირჩია

"იუვენტუსის" თავდამსხმელი პაულო დიბალა თანახმაა „ინტერში“ გადავიდეს. ამის შესახებ ინფორმაციას Gazzetta Dello Sport-ი ავრცელებს.

აქამდე ცნობილი იყო, რომ დიბალას გადაბირება „ინტერს“ სურდა, მაგრამ ახლა მხარეების თანამშრომლობის სურვილი ორმხრივია. არგენტინელმა ფეხბურთელმა გადაწყვეტილება მიიღო და „ინტერი“ აირჩია.

წყაროს თანახმად, გადამწყვეტი „ინტერის“ პრეზიდენტის სტივენ ჟანგისა და ფეხბურთელის გარემოცვის შეხვედრა იყო, რომელიც მილანში შედგა. პაულოს იტალიაში დარჩენა სურს, უპირველეს ყოვლისა და კი „იუვეზე“ შურისძიება, რომელმაც მასთან თანამშრომლობა აღარ ისურვა.

გავლენიანი გამოცემა წერს, რომ დიბალა „ნერაძურისთან“ ოთხწლიან კონტრაქტს გააფორმებს და სეზონში ხელფასის სახით 6 მილიონ ევროს მიიღებს. „იუვეში“ მისი ხელფასი 7 მილიონი ევრო იყო და 10 მილიონ ევროს ითხოვდა კონტრაქტის განახლების სანაცვლოდ, რის გამოც მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა, საბოლოოდ კი ტურინელებმა მას შეთავაზება არც გაუკეთეს.

შეგახსენებთ, რომ დიბალა „იუვენტუსს“ 30 ივნისს უფასოდ დატოვებს. მან შავ-თეთრი მაისურით 2015 წლიდან დღემდე 289 შეხვედრაში 114 გოლი გაიტანა.

0.108358