ფეხბურთი

15:06 | 2.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

ჰოლანდის "მანჩესტერ სიტიში" ტრანსფერი პრაქტიკულად გადაწყვეტილია

დორტმუნდის „ბორუსიას“ თავდამსხმელის, ერლინგ ჰოლანდის ტრანსფერი „მანჩესტერ სიტიში“ პრაქტიკულად გადაწყვეტილია.

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი, ჯანლუკა დი მარციო იტყობინება, რომ ნორვეგიელის ინგლისურ კლუბში გადასვლა გარდაუვალია.

„სიტის“ ჰოლანდის ტრანსფერი 75 მილიონი ევრო დაუჯდება. ამასთან, კლუბი გაბრიელ ჟესუსის გაყიდვას არ გეგმავს, რომელსაც აქტიურად ლონდონის „არსენალს“ უკავშირებენ.

შეგახსენებთ, რომ ერლინგ ჰოლანდი „დორტმუნდის“ ღირსებას 2020 წლის იანვრიდან იცავს და 87 შეხვედრაში 85 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.060941