ფეხბურთი

22:01 | 1.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

გვარდიოლა "სიტისთან" კონტრაქტს გაახანგრძლივებს და ეს ჰოლანდის ტრანსფერში გადამწყვეტი იქნება

პეპ გვარდიოლა მზადაა „მანჩესტერ სიტისთან“ ახალი კონტრაქტი გააფორმოს. ამის შესახებ ინფორმაციას The Sun-ი ავრცელებს.

წყაროს თანახმად, ესპანელი სპეციალისტი თანახმაა კონტრაქტი 2025 წლამდე განაახლოს, პლუს ერთი წლით გახანგრძლივების შესაძლებლობებით.

გარდა ამისა, ბრიტანული გაზეთი წერს, რომ ეს გარდამტეხი კვანძი იქნება ერლინგ ჰოლანდის ტრანსფერისთვის. როგორც აღნიშნული წყარო იტყობინება, გვარდიოლას გუნდში დარჩენა ჰოლანდის არჩევანში გადამწყვეტი იქნება და მადრიდის „რეალს“ „მანჩესტერ სიტის“ ამჯობინებს.

შეგახსენებთ, რომ ერლინგ ჰოლანდი ზაფხულში „დორტმუნდს“ დიდი ალბათობით დატოვებს, ყველაზე აქტიურად კი მას სწორედ „მანჩესტერ სიტის“ უკავშირებენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.059133