კალათბურთი

12:40 | 26.04.2022 | ნანახია [] - ჯერ

"ბოსტონმა" შარშანდელი მარცხისთვის შური იძია! "სელტიკსმა" დურანტი და კამპანია მშრალზე დატოვა (+VIDEO)

ოქტომბერში ჩატარებულ გამოკითხვაში, თუ ვინ გახდებოდა NBA-ს გამარჯვებული, ლიგის გენერალური მენეჯერების 83%-მა დაასახელა, რომ „ბრუკლინ ნეტსი“, დღეს კი ის პირველი გუნდია, რომელიც პლეი-ოფს პირველივე - 4:0 ანგარიშით გამოეთიშა.

ბევრი თვლიდა, რომ "სელტიკსის" მხრიდან ეს შურისძიება იყო შარშანდელი მარცხისთვის პლეი ოფში, რომელიც გამოვიდა. სრული სიგიჟეა და ალბათ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ „ბოსტონ სელტიკსისა“ და „ბრუკლინ ნეტსის“ დაპირისპირებაში, პლეი ოფის მეოთხედფინალში გამსვლელი გუნდის ვინაობას 4 მატჩი გადაწყვეტდა.

ამ სერიაში უფრო „ბოსტონის“ ძლიერი მხარეები გამოჩნდა, ვიდრე „ბრუკლინის“ სუსტი მხარეები, რადგან „სელტიკსი“ უკვე სამი თვეა ლიგის საუკეთესო გუნდია. მას შემდეგ, რაც რეგულარული სეზონის ბოლო 32 მატჩიდან 26 გამარჯვებით დაასრულა. ამ პერიოდში მათ როგორც შეტევაში, ასევე დაცვაში ეფექტურობით პირველი პოზიცია უჭირავთ. სწორედ ამიტომ, „ბოსტონი“ ერთადერთი გუნდია, რომელმაც პირველი რაუნდი გაიარა და ეს მათ კევინ დურანტისა და კაირი ირვინგის წინააღმდეგ შეძლეს.

კევინ დურანტი ბევრს ეცადა, მაგრამ მის წინააღმდეგ მეტოქე გუნდმა კარგი დაცვა ითამაშა, ეს კი საკმარისი აღმოჩნდა. უდოკას გუნდმა პირველი სამი პერიოდის განმავლობაში 4-4 ქულით იმარჯვა და დასკვნით მეოთხედს 12-ქულიანი ფორით შეხვდა. ბოლო 12-წუთეული ერთადერთი აღმოჩნდა, რომელიც სტივ ნეშის შეგირდებს თამაშის შემოსატრიალებლად შანსად ჰქონდათ დარჩენილი, თუმცა, ბოლო რამდენიმე წუთში ტეიტუმის გარეშე დარჩენილ „ბოსტონს“ მხოლოდ 8 ქულა გაუქვითეს და საბოლოოდ 112:116 დამარცხდნენ და NBA-ს პლეი ოფის პირველივე ეტაპზე გამოეთიშნენ.

მარცხის მიუხედავად საუკეთესო კევინ დურანტი იყო. ამერიკელმა ფორვარდმა 46:39 წუთში 39 ქულა, 7 მოხსნა, 9 პასი და 1 ჩაჭრა დააგროვა. მას ორმაგ დუბლამდე მცირედი დააკლდა. უნდა აღინიშნოს, რომ მისი სროლების 40% იყო ზუსტი და ცოტა უკეთ რომ ესროლა, ვინ იცის იქნებ მისი გუნდისთვის პირველი გამარჯვება მოეპოვებინა.

33 წლის კალათბურთელმა 31-დან 13 ბურთი ჩააგდო, მათ შორის 11-დან მხოლოდ 3 სამქულიანი და 20-დან 10 ორქულიანი. საჯარიმო ხაზიდან 11-ჯერ ისროლა და 10 ჩააგდო. კევინმა 4 პერსონალური ფოლი მიიღო, +- მაჩვენებელი კი -6 ჰქონდა.

გამარჯვებული გუნდიდან ყველაზე შედეგიანი ჯეისონ ტეიტიმი იყო. ამერიკელმა სუპერვარსკვლავმა პარკეტზე მხოლოდ 36 წუთი გაატარა, რადგან 6 პერსონალური ფოლი მიიღო და ბოლო წუთებში საკუთარ გუნდს ვეღარ ეხმარებოდა, მაგრამ ამ დროში 29 ქულის, 3 მოხსნისა და 5 შედეგიანი გადაცემის დაგროვება მოასწრო.

აღსანიშნავია ისიც, რომ 4 მატჩიან დაპირისპირებაში „ბოსტონმა“ ეთიანად მხოლოდ 18 ქულით მოიგო, ეს კი NBA-ს ისტორიაში მესამე შედეგია ყველაზე მცირე სხვაობით მოგებულ ოთხმატჩიან სერიებში.

ამრიგად, ბოსტონი ახლა მომავალი მეტოქის მოლოდინშია, რომელის „მილუოკი ბაქსისა“ და „ჩიკაგო ბულსის“ წყვილში გამარჯვებულს შეხვდება. ამ გუნდების სერიაში NBA-ს მოქმედი ჩემპიონი მეტოქეს 3:1-ს ამარცხებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109946