ფეხბურთი

23:05 | 25.04.2022 | ნანახია [] - ჯერ

იგუაინი: "მეგონა, რომ MLS-ში პირში სიგარეტით ვითამაშებდი, მაგრამ რთული ლიგა აღმოჩნდა"

„ინტერ მაიამის“ ფეხბურთელმა გონსალო იგუაინმა განაცხადა, რომ ამერიკის MLS ძალიან რთული ლიგაა და იქ გამარჯვება ადვილი არ არის.

„ვფიქრობდი, რომ MLS-ში წავიდოდა და ფეხბურთს პირში სიგარეტით ვითამაშებდი, მაგრამ სამაგიეროდ, ძალიან რთულ ტურნირში მოვხვდი. აქ გამარჯვება ნამდვილად ძნელია. MLS იტალიის ჩემპიონატის მსგავსია“, - თქვა არგენტინელმა ფორვარდმა.

შეგახსენებთ, რომ გონსალო იგუაინი „ინტერ მაიამიში“ 2020 წელს „იუვენტუსთან“ გადავიდა და კლუბთან კონტრაქტი მიმდინარე წლის ბოლომდე აკავშირებს. იგუაინს კარიერის განმავლობაში „რივერ პლეიტში“, „რეალში“, „ნაპოლიში“, „იუვენტუსში“, „ჩელსისა“ და „მილანში“ აქვს ნათამაშები.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114227