კალათბურთი

13:17 | 22.04.2022 | ნანახია [] - ჯერ

იოკიჩის შოუ, სტეფ კარის მორიგი რეკორდი და ელიმინაციის ზღვარზე მყოფი "დენვერი" (+VIDEO)

37 ქულამ 18 მოხსნა, 5 შედეგიანი გადაცემა და 3 ჩაჭრა - ეს MVP ნიკოლა იოკიჩის მონაგარია, რომელიც მან დილით „გოლდენ სტეიტ უორიორზის“ წინააღმდეგ მიითვალა. თუმცა, „დენვერ ნაგეთსის“ გადასარჩნად ეს საკმარისი არ გამოდგა.

სერბი კალათბურთელი ბევრს ეცადა, რომ სერიაში მისი გუნდისთვის პირველი გამარჯვება მოეტანა, მაგრამ სტეფ კარიმ და კამპანიამ არ დააცადეს, რომ საქმე ბოლომდე მიეყვანა.

„დენვერმა“ მხოლოდ მესამე პერიოდის მოგება მოახერხა, მანამდე კი „გოლდენს“ 10 ქულით ჩამორჩა. ყველაზე დაძაბული ბოლო მეოთხედი გამოდგა, რადგან რამდენჯერმე წინაც გავიდნენ, მაგრამ 111:109 შემდეგ მაიკლ მელოუნის გუნდი უბრალოდ გააჩერეს და მხოლოდ 2 ქულის ჩაგდების შესაძლებლობა მისცეს. ბოლო წუთები სტივ კერის გუნდმა 9:2 წაიყვანა და მეტოქე ელიმინაციის ზღვარზე დატოვა. „გოლდენ სტეიტმა“ 118:113 მოიგო და სერიაში მესამე გამარჯვება მოიპოვა. მათ შემდეგ ეტაპამდე მხოლოდ 1 მოგება აკლიათ.

გამარჯვებულთა გუნდიდან 27-27 ქულა ჰქონდათ სტეფ კარის და ჯორდან პულს. 1 ქულით ჩამორჩა მათ კლეი ტომპსონი (26).

''ეს პულის წვეულებაა!'' იყვირა ტომპსონმა, როდესაც მან თანაგუნდელს თამაშის შემდგომი სატელევიზიო ინტერვიუ შეაწყვეტინა.

ამერიკელმა კალათბურთელმა შემდეგ თვითონვე შეაფასა შეხვედრა და აღნიშნა, რომ ორივე ტაიმში აშკარა ფავოტიტები იყვნენ.

''ეს არის ის, რაზეც ვოცნებობ. ჩვენი გუნდისთვის უბრალოდ მტკიცე გამარჯვება მოვიპოვეთ. 'ყველაფერი, რასაც ბოლო ორი წლის განმავლობაში ვმუშაობდი, შესრულდა და მე უბრალოდ წარმოუდგენლად მადლობელი ვარ, რომ აქ ვარ,'' - - თქვა ტომპსონმა.

აქვე გეტყვით, რომ კარიმ ამ შეხვედრაში 9-დან 3 სამქულიანი ჩააგდო და NBA-ს საუკეთესო შედეგ დააფიქსირა, რადგან მას პლეი ოფის ზედიზედ 115 შეხვედრაში აქვს ჩაგდებული მინიმუმ 1 სამქულიანი. ასევე მესამე ადგილზე გადაინაცვლა ტომპსონმა პლეი ოფის ყველაზე მეტი 3-ქულიანების ჩამგდებთა სიაში. 32 წლის მცველმა 388-ს სამქულიანს მოუყარა თავი და რეი ალენი ჩამოიტოვა, რომელსაც შორი დისტანციიდან 385-ჯერ ჰქონდა ჩაგდებული.

შეგახსენებთ, რომ 8 წყვილის დაპირისპირებიდან სერიაში 3:0 მხოლოდ „გოლდენ სტეიტსა“ და „ფილადელფია სიქსერსს“ აქვს. უშალოდ „უორიორზისა“ და „ ნაგეთსის“ მომდევნო დაპირისპირება, 24 აპრილს, კვლავ დენვერში, თბილისის დროით 23:30-ზე გაიმართება.

0.117852