ფეხბურთი

0:34 | 9.04.2022 | ნანახია [] - ჯერ

არველაძე: "თამაშის ხარისხი შედეგებში უნდა ავსახოთ, ქულების მოპოვება ძალიან მნიშვნელოვანია"

ინგლისის ჩემპიონშიფის 41-ე ტურში შოთა არველაძის „ჰალ სიტი“ „მიდლსბროს“ სტუმრად დაუპირისპირდება. მატჩის წინ „ვეფხვების“ ქართველმა მწვრთნელმა კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ მთავარი თამაშის ხარისხის შედეგებში ასახვა და ქულების მოპოვებაა.

„ვერ დავმალავთ, შედეგები რა თქმა უნდა, გასაუმჯობესებელია. კარგად ვთამაშობთ, მაგრამ შედეგი არ გვაქვს, ამიტომ, გვინდა ეს ორი რამ გავაერთიანოთ. სწორედ ამისთვის ვიბრძვით. გასვლაზე კარგი სერია გვაქვს, ხანდახან ვიღებთ დადებით შედეგებს, რადგან კარგად ვთამაშობთ, მაგრამ ზოგჯერ ასე არაა. ძალიან მნიშვნელოვანია, შედეგისა და ხარისხის შერწყმა. სეზონის ბოლო ნაწილია, გვჭირდება ქულები და უნდა მოვიპოვოთ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

„მიდლსბრო ძალიან კარგი გუნდია, თუ გადავხედავთ, მათ დაამარცხეს „მანჩესტერი“, „ტოტენჰემი“, „ჩელსისთან“ კარგი თამაში აჩვენებს. თუმცა, ბიჭებს ყოველთვის ვეუბნები, რომ გვირჩევნია საკუთარ თამაშზე უფრო ვიფიქროთ და ვიმუშაოთ“, - თქვა არველაძემ.

შეგახსენებთ, რომ „ჰალ სიტი“ ინგლისის ჩემპიონშიფში 40 ტურის შემდეგ 41 ქულით მეოცე ადგილზეა, „მიდლსბროს“ კი შაბათს, თბილისის დროით 18:00 საათზე დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112941