სხვა

21:14 | 31.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ხელბურთელთა ნაკრების მეტოქეები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ცნობილია

ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს ხელბურთელთა ნაკრების მეტოქეები ცნობილია. წილისყრის შედეგად 32 გუნდი 8 ჯგუფში გადანაწილდა.

ჩვენი ქვეყნის ეროვნული გუნდი მე-6 ჯგუფში მოხვდა და მისი მეტოქეები ლიეტუვა, უნგრეთი და შვეიცარია იქნებიან. 8 ოთხგუნდიანი ქვეჯგუფიდან 2 საუკეთესო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საგზურს პირდაპირ მოიპოვებს. ფინალურ ეტაპზე გამოსვლის უფლებას 4 საუკეთესო მესამეადგილოსანიც მიიღებს.

საქართველოს ნაკრებმა ევროპირველობის შესარჩევ ეტაპზე გამოსვლის უფლება მას შემდეგ მიიღო, რაც ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციამ ტურნირიდან რუსეთის ნაკრები მოკვეთა.

ევროპის ჩემპიონატი 2024 წელს გერმანიაში გაიმართება. მედლებისთვის 24 გუნდი იბრძოლებს, მათ შორის მასპინძელი გერმანია და წინა ჩემპიონატის პრიზიორი ქვეყნები - ჩემპიონი შვედეთი, ესპანეთი და ბელგია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117494