ფეხბურთი

14:47 | 30.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

ლუკა ზარანდია კარიერას პოლონურ გუნდში გააგრძელებს

ქართველი ფეხბურთელი ლუკა ზარანდია კარიერას პოლონეთის ჩემპიონატში გააგრძელებს. 26 წლის ნახევარმცველი სეზონის ბოლომდე „კორონაში“ ითამაშებს. ინფორმაცია კლუბის ვებ გვერდმა ოფიციალურად დაადასტურა.

ახალ კლუბში გადასვლის შემდგომ ზარანდიამ პირველი კომენტარიც გააკეთა:

„უპირველეს ყოვლისა მადლობა მინდა გადავუხადო მწვრთნელ ლეშეკ ოირჟინსკის, ედვარდ კლეინდინსტს და პაველ გოლანსკის. ნდობა გამომიცხადეს და მათი დამსახურებაა, რომ დღეს აქ ვარ. ახლა მსურს გუნდს ექსტრაკლასაში დაბრუნებაში და მიზნის მიღწევაში დავეხმარო“, - თქვა ლუკამ.

ზარანდიამ საფეხბურთო კარიერა 2012-2013 წლების სეზონში თბილისის „ლოკომოტივში დაიწყო, შემდეგ იყო „გენკი“, „არკა“, „ზულტე ვარეგემი“, „ტობოლი“ და კვლავ „ზულტე ვარეგემი“ რომელთა რიგებშიც ბოლო 2 სეზონი გაატარა, თუმცა ტრავმა ჰქონდა და არ უთამაშია.

გეტყვით, რომ „კორონა“ პოლონეთის პირველ ლიგაში თამაშობს და 24 ტურის შემდეგ 41 ქულით მე-3 პოზიციაზე იმყოფება. ლუკას ახალი კლუბი უმაღლესში გადასასვლელად იბრძვის, მაგრამ პირველადგილოსან გუნდთან სხვაობა 16 ქულაა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.12341