ჭიდაობა

20:25 | 29.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

გენო პეტრიაშვილი ევროპის ჩემპიონატის ფინალშია!

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე თავისუფალ ჭიდაობაში გენო პეტრიაშვილი ფინალში გავიდა. გარდა ამისა, ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლას ორი ქართველი მოჭიდავეც აგრძელებს.

125 კგ წონით კატეგორიაში, როგორც მოსალოდნელია, ფინალში გენო პეტრიაშვილი და ტაჰა აკგული დაუპირისპირდებიან. გენომ მეოთხედფინალში იტალიელ აბრაჰამ რუანოს 11:0 და ნახევარფინალში პოლონელ რობერტ ბარანს 2:1 მოუგო. ქართველისა და თურქი ფალავნების დაპირისპირდება 30 მარტს გაიმართება და ევროპის ჩემპიონი გაირკვევა.

74 კგ წონით კატეგორიაში გიორგი სულავამ პირველ წრეში იტალიელ ფრან ჩამიზოსთან 2:10 წააგო, მაგრამ იტალიელი ფინალში გავიდა და ქართველი ბრინჯაოს მედლის შანსს ინარჩუნებს. სულავა ხვალ რეპეშაჟში თურქ სონერ დემირტაშს გაეჯიბრება და გამარჯვების შემთხვევაში ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს.

92 კგ წონით კატეგორიაში მირიან მაისურაძემ სომეხ ჰოვჰანეს მხითარიანს იოლად, 10:0 მოუგო, ნახევარფინალში კი თურქ ფეიზულა აკტურქთან წააგო (2:5) და ხვალ ბრინჯაოს მედლისთვის გავა ხალიჩაზე.

86 კგ წონით კატეგორიაში ტარზან მაისურაძემ პირველ წრეში სლოვაკ ბორის მაკოევს 5:2 აჯობა, მერე კი სებასტიან იეზიერზანსკისთან 2:11 დამარცხდა. თავის მხრივ, პოლონელი ფინალში ვერ გავიდა და მაისურაძემ მედლისთვის ბრძოლის შანსი დაკარგა.

61 კგ წონით კატეგორიაში თეიმურაზ ვანიშვილმა პირველივე შეხვედრა უნგრელ გამზატგაჯი ხალიდოვთან 6:7 წააგო და ვინაიდან მისი მეტოქე ფინალში ვერ გავიდა, ქართველი რეპეშაჟს მიღმა დარჩა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109841