კალათბურთი

11:00 | 25.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

ბითაძემ სასტარტოში დაიწყო თუმცა, სროლები არ წაუვიდა - "პეისერსი" "მემფისთან" განადგურდა (+VIDEO)

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში „ინდიანამ“ მორიგი მარცხი განიცადა. რიკ კარლაილის გუნდი სტუმრად „მემფის გრიზლის“ შეხვდა და 20-ქულიანი სხვაობით - 133-103 დამარცხდა.

„პეისერსმა“ ბოლო მეოთხედის გარდა ყველა პერიოდი სოლიდური სხვაობით დათმო. განსაკუთრებით საწყისი 12-წუთეული, როდესაც მეტოქემ 21-ქულიანი ფორა მიიღო. ტაიმის მიწურულს კი სხვაობა 26-ქულამდე გაიზარდა. მესამე მეოთხედში „მემფისმა“ 36 ქულასაც უწია, თუმცა „ინდიანა“ ბოლო ძალები მოიკრიბა და მხოლოდ 6 ქულის გაქვითვა მოახერხა.

კვლავ სასტარტო ხუთეულში იყო გოგა ბითაძე. ქართველმა ცენტრმა სათამაშოდაც სოლიდური დრო - 29:46 წუთი მიიღო, თუმცა დღეს 14 ქულა, 4 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 2 დაფარება ჰქონდა. ქართველს სროლები არ წაუვიდა და, განსაკუთრებით სამქულიანები. მან 8-დან 3 სროლა გამოიყენა. ჩვენებურმა 8-დან 3 ორქულიანი, 11-დან 8 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო 3 სამქულიანი ააცილა. 4 პერსონალური ფოლი მიიღო და +- მაჩვენებელი -30 ჰქონდა.

ყველაზე შედეგიანი დესმონდ ბანე იყო, რომელმაც 30 ქულა, 5 მოხსნა და 5 პასი მიითვალა. „პეისერსიდან“ კი ლენს სტეფენსონი 25 ქულით გამოირჩა. აღსანიშნავია, რომ ორმაგი დუბბლი არცერთ კალათბურთელს არ შეუსრულებია.

"პეისერსს" 25 მოგების წილ 49 მარცხი აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-13 პოზიციაზე იმყოფება, მომდევნო მატჩს კი 27 მარტს, "ტორონტო რეპტორსთან" ჩაატარებს. "მემფის გრიზლის" კი 51 მოგება და 23 წაგება აქვს და დასავლეთ კონფერენციაში მეორე ადგილზეა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116259