კალათბურთი

11:19 | 24.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

30 ქულა და 20 მოხსნა: სანდრო მამუკელაშვილის ბენეფისი G ლიგაში (+VIDEO)

NBA-ს განვითარების ლიგაში (G ლიგა) სანდრო მამუკელაშვილის „ვისკონსინ ჰერდმა“ ზედიზედ მეშვიდე თამაში წააგო, ამჯერად შინ „რეპტორსთან“ 115:130, მაგრამ მთავარი ისაა, რომ ქართველმა კალათბურთელმა შესანიშნავად ითამაშა.

მამუკელაშვილმა 32 წუთში 30 ქულა, 20 მოხსნა (8 მეტოქის ფარზე), 2 პასი, 1 ჩაჭრა და 3 დაფარება მიითვალა. სანდრომ 13-დან 11 ორქულიანი, 4-დან 1 სამქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო (ზუსტი საჯარიმო 2 ქულად ფასდება).

ქარველი ყველაზე შედეგიანი იყო პარკეტზე, ყველაზე მეტი მოხსნაც დააგროვა და თანაგუნდელთა შორის ორმაგი დუბლით მხოლოდ ის გამოირჩა საინტერესოა, რომ მან დაბლ-დაბლი ზედიზედ მეხუთედ გაახერხა.

„ვისკონსინ ჰერდი“ 8 მოგებით და 20 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-13 ადგილზეა, მომდევნო შეხვედრას კი 26 მარტს, „გრინსბოროსთან“ გამართავს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115505