კალათბურთი

11:05 | 24.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

ბითაძეს ორმაგ დუბლამდე 1 მოხსნა დააკლდა - "პეისერსმა" ბოლო წამზე დრამატულად წააგო (+VIDEO)

მატჩის დასრულებამდე 3 წამი რჩებოდა, როდესაც „ინდიანა“ 109:108-ს იგებდა, ტრეი ლაილსმა სამქულიანი ისროლა, რომელიც მოხსნეს, თუმცა 0:02 წამით ადრე დამიან ჯონსმა დამატებაზე ჩააგდო და ზედიზედ სამი მარცხის შემდგომ „საკრამენტო კინგსმა“ გამარჯვება დაძაბულ ბრძოლაში მოიპოვა - 110:109.

ქართველი კალათბურთელი პეისერსის სასტარტო ხუთეულში ბოლო დროს ხშირად ხვდება, დღესაც მან დაიწყო და ბურთი მოიგერია კიდევაც, თუმცა, მისმა გუნდმა პირველი შეტევა შედეგიანად ვერ გამოიყენა.

შეხვედრის სტარტზე „საქრამენტომ ჯერ 2-იანი, ხოლო შემდეგ 3 -ქულიანი ჩააგდო და 5 ქულით წინ გაიჭრა. პირველ პერიოდში 8-ქულიანი ფორაც ჰქონდა, მაგრამ საბოლოოდ - 37:34 იმარჯვა. უპირატესობა მეორე პერიოდშიც შეინარჩუნა და ტაიმი 66:61 მოიგო. შესვენების შემდგომ რიკ კარლაილის გუნდი გამოცოცხლდა, ჯერ 5-ქულიანი ჩამორჩენა აღმოფხვრა, შემდეგ კი 13-ქულით წინ თავად გაიჭრა, თუმცა, ყველაფერი დასკვნით 12-წუთეულში და როგორც მოგახსენეთ ბოლო წამზე გადაწყდა და „პეისერსმა“ მიჯრით 2 მოგების შემდგომ, დრამატულად წააგო.

თავის გამოჩენის შანსი კვლავ მიეცა ქართველ ცენტრს. ბოლო დროს გოგა შესანიშნავად თამაშობს და ამჯერადაც ასე მოხდა. ბითაძემ პარკეტზე 29:29 წუთი გაატარა, რა დროშიც 20 ქულა, (მისი პირადი რეკორდი 23 ქულაა) 9 მოხსნა, 2 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება დააგროვა. 22 წლის კალათბურთელმა 12-დან 9 ზუსტად ისროლა, მათ შორის საოცარი შედეგი ჰქონდა ორქულიანების მხრივ. მან 9-დან 8 ორქულიანი, 3-დან 1 სამქულიანი და 1-დან 1 საჯარიმო ჩააგდო. ამ დროის განმავლობაში 3 პერსონალური ფოლი მიიღო და +- მაჩვენებელი -7 ჰქონდა.

"პეისერსს" 25 მოგების წილ 48 მარცხი აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-13 პოზიციაზე იმყოფება, მომდევნო მატჩს კი 25 მარტს, ერთ-ერთ ლიდერ მემფის გრიზლისთან სტუმრად ჩაატარებს. "საკრამენტო კინგსს" კი 26 მოგება და 48 წაგება აქვს და დასავლეთ კონფერენციაში მე-13 ადგილზეა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11859