სხვა

0:45 | 24.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

საფინა-ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ მსოფლიოს ჩემპიონატზე მე-4 ადგილზეა

ფიგურულ ციგურაობაში მსოფლიოს ჩემპიონატი დაიწყო და მოკლე პროგრამაში ლუკა ბერულავასა და კარინა საფინას წყვილმა შესანიშნავად იასპარეზა.

ქართული დუეტმა მონპელიეში 67.36 ქულა დააგროვეს, რაც მოკლე პროგრამაში მეოთხე შედეგი აღმოჩნდა, შესაბამისად, თავისუფალ პროგრამაში მონაწილეობის უფლება ხომ მიიღეს და მედლის შანსიც აქვთ, რადგან მხოლოდ სამ წყვილს ჩამორჩებიან.

წყვილებში თავისუფალი პროგრამა 24 მარტს გაიმართება. აღსანიშნავია, რომ საფინა-ბერულავას დუეტმა ზამთრის ოლიმპიადაზე მეცხრე ადგილი დაიკავა, რაც ქართული ფიგურული ციგურაობისთვის სარეკორდო შედეგია.

აქვე გეტყვით, რომ მოკლე პროგრამაში იასპარეზა ანასტასია გუბანოვამ, რომელმაც 62.59 ქულით მე-14 შედეგი აჩვენა და თავისუფალ პროგრამაში მონაწილეობის უფლება მიიღო, რომელიც 25 მარტს გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.065725