სხვა

11:47 | 20.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

ტოჩინოშინის მორიგი გამარჯვება! - ქართველი სუმოისტი დადებითი ბალანსისკენ მიიწევს (+VIDEO)

ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ ჰარუ ბაშოზე მორიგი გამარჯვება მოიპოვა. ჩვენებური მე-14 მაეგაშირა იუტაკაიამას შეხვდა და მარტივად - იორიკირის ილეთით აჯობა.

ტოჩინოშინმა უპირატესობა ბრძოლის დაწყებისთანავე მოიპოვა და მეტოქის დოჰიოდან გადაყვანა არ გასჭირვებია. ეს წყვილის მე-7 დაპირისპირება იყო და ტოჩის უპირატესობა დიდია - 6 მოგება და 1 მარცხი.

ამრიგად, ქართველ გოლიათს მარტის ბაშოზე 5 მოგება და 3 მარცხი აქვს, დადებითი ბალანსისთვის იბრძვის, რომლისთვისაც დარჩენილი 7 ორთაბრძოლიდან, მინიმუმ სამის მოგება მართებს. ხვალ ჩვენებურის მეტოქე მე-14 მაეგაშირა კოტოშოჰო იქნება, რომელსაც აქამდე ორჯერ შეხვედრია და ორივე მათგანში მეტოქის დამარცხება მოახერხა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114323