სხვა

0:45 | 20.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

მორიგი ნოკაუტშოუ! თოფურიამ მეტოქე მეორე რაუნდში გათიშა (+VIDEO)

UFC-ის ქართველმა მებრძოლმა ილია თოფურიამ მორიგი შოუ დადგა და მეტოქეს ნოკაუტით აჯობა. ლონდონში გამართულ UFC Fight Night 204-ზე ილიას მეტოქე ბრიტანელი ჯეი ჰერბერტი იყო, რომელმაც კარიერაში მე-4 მარცხი განიცადა.

ბრძოლის მიმდინარეობისას ორივე მებრძოლმა ძლიერი დარტყმები გაცვალეს, თუმცა თოფურია უფრო აქტიური იყო. მეორე რაუნდის დაწყებიდან 1:07 წუთი იყო გასული, როდესაც ქართველმა მეტოქე დაანოკაუტა და მორიგი დასამახსოვრებელი გამარჯვება მოიპოვა.

ჩვენებურს კარიერაში 100%-იანი შედეგი და შესაბამისად 12-დან 12 მოგება აქვს, მათ შორის UFC-ში 4-დან 4 და ნოკაუტით 4-დან 3! ჰერბერტისთვის ეს 15 ბრძოლა იყო, რომელთაგანაც 11 გამარჯვებით დაასრულა.

აქვე გეტყვით, რომ თოფურიამ 33 წლის ბრიტანელის გარდა, მაროკოელი იუსუფ ზალალი და ამერიკელები დეიმონ ჯექსონი - რაიან ჰოლი დაამარცხა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114894