კალათბურთი

11:13 | 17.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

ორმაგი დუბლი და მატჩის საუკეთესო მოთამაშე: სანდრო მამუკელაშვილმა G ლიგაში ითამაშა (+VIDEO)

„მილუოკი ბაქსმა“ სანდრო მამუკელაშვილი განვითარების ლიგის გუნდ „ვისკონსინ ჰერდში“ გაანათხოვრა და ქართველმა ფორვარდმაც მორიგი შედეგიანი შეხვედრა ჩაატარა. სანდროს გუნდი „კოლეჯ პარკ სკაიჰოუკსს“ შეხვდა და 7-ქულიანი სხვაობით - 131:124 დამარცხდა.

მამუკელაშვილი სასტარტო ხუთეულში იყო და პარკეტზე 37 წუთი გაატარა, რა დროშიც ორმაგი დუბლის გაფორმება შეძლო. 22 წლის კალათბურთელის ანგარიშზე 24 ქულა, 15 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა და 3 დაფარება იყო. მან 15-დან 9 სროლა ზუსტად გამოიყენა, მათ შორის 3-დან 2 სამქულიანი, 12-დან 7 ორქულიანი და 4-დან 2 საჯარიმო. 4 პერსონალური ფოლი მიიღო და +- მაჩვენებელი -16 ჰქონდა.

აღსანიშნავია, რომ საკუთარ გუნდში სანდრო მხოლოდ რაიჯონ ტაკერს ჩამორჩა, რომელსაც 31 ქულა, 9 მოხსნა და 1 პასი ჰქონდა, თუმცა, ამის მიუხედავად მატჩის MVP სწორედ ქართველი კალათბურთელი გახდა.

ყველაზე შედეგიანი კი მეტოქე გუნდის ამერიკელი მცველი დაქუან ჯეფრისი იყო, რომლის ანგარიშზეც 35 ქულა, 4 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა, 2 ჩაჭრა და 1 დაფარებაა. სანდროს გარდა ერთადერთი ორმაგი დუბლი ჯელენ ჯონსონს ჰქონდა - 29 ქულა, 19 მოხსნა, 8 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა, 2 დაფარება.

„ვისკონსინმა“ ზედიზედ მეოთხე მატჩი წააგო და 8 გამარჯვებითა და 17 მარცხით მე-13 პოზიციაზე იმყოფება, მომდევნო შეხვედრას კი 19 მარტს, ამავე გუნდთან ჩაატარებს.

0.119011