სხვა

12:12 | 16.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

მეტოქეს აჯობა და ბალანსი გაათანაბრა: ტოჩინოშინმა კუბიჰინერით მოიგო (+VIDEO)

ჰარუ ბაშოზე ტოჩინოშინმა მეორე გამარჯვება მოიპოვა და თანაბარ ბალანსზე გავიდა. ქართველი სუმოისტი მე-17 მაეგაშირა იჩიამამოტოს შეხვდა და კუბიჰინერის ილეთით აჯობა.

დღევანდელი დაპირისპირება სანახაობრივადაც კარგი გამოვიდა. ტოჩიმ მეტოქეზე ზედიზედ რამდენიმე მიძალება გამოიყენა და საბოლოოდ დოჰიოზე დასცა.

ეს აღნიშნული წყვილის მეოთხე ორთაბრძოლა იყო და პირად ურთიერთშეხვედრებშიც ბალანსი გათანაბრდა -2:2.

ტოჩის დადებითი ბალანსისთვის უკვე დარჩენილი 11 ორთაბრძოლიდან 6 გამარჯვება სჭირდება, ხვალ კი მე-16 მაეგაშირა კოტოკუზანს შეხვდება, რომელსაც აქამდე არასოდეს შეხვედრია.

0.131937