სხვა

14:33 | 14.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

ტოჩინოშინმა ნიშიკიგს ვერ აჯობა და ჰარუ ბაშოზე ბალანსი თანაბარი გაუხდა (+VIDEO)

ჰარუ ბაშოს მეორე საშეჯიბრო დღეს მარცხი განიცადა ლევან გორგაძემ. ქართველი სუმოისტი მე-16 მაეგაშირა ნიშიკიგს შეხვდა და იორიკირის ილეთით დამარცხდა.

ორთაბრძოლის დროს ორივე მებრძოლი ერთმანეთის ილეთზე წამოგებას ცდილობდა, თუმცა ჩვენებურმა მეტოქის დამორჩილება ვერ შეძლო, დოჰიოზე თავი ვერ შეიკავა და მის მიღმა აღმოჩნდა.

ეს წყვილის მე-8 დაპირისპირება იყო და ნიშიკიგიმ ტოჩისთან ურთიერთშეხვედრებში ბალანსი შეამცირა. საერთო ჯამში მის წინააღჯმდეგ ტოჩის 5 მოგება და 3 მარცხი აქვს.

ქართველი გოლიათი მარტის ბაშოს მე-3 საშეჯიბრო დღეს მე-13 მაეგაშირა ჩიინოკუნის შეხვდება, რომელსაც აქამდე 12 დაპირისპირებიდან 9 ორთაბრძოლა მოუგო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.10298