სხვა

11:53 | 13.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

ტოჩინოშინმა ჰარუ ბაშო გამარჯვებით დაიწყო (+VIDEO)

ჰარუ ბაშო დაიწყო და დღეს პირველი ორთაბრძოლა ჩაატარა ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ. ტოჩინოშინის მეტოქე მე-15 მაეგაშირა აკუა იყო, რომელიც ოშიდაოშის ილეთით დაამარცხა.

ჩვენებურმა მეტოქეს ძალიან ადვილად აჯობა. მას შეტაკებისთანავე ფეხი უხერხულად დაუცდა და დოჰიოზე დაეცა. ეს წყვილის მე-3 დაპირისპირება იყო და ტოჩიმ ურთიერთშეხვედრებში უპირატესობა მოიპოვა - 2-1-ზე!

ლევანს მარტის ბაშოზე 1 მოგება აქვს, დადებითი ბალანსისთვის კი კიდევ 7 სჭირდება. მისი მომდევნო მეტოქე მე-16 მაეგაშირა ნიშიკიგი იქნება, რომელსაც აქამდე 7-ჯერ შეხვდა და 5 ორთაბრძოლა თავის სასარგებლოდ დაასრულა - 2-ჯერ კი თავად დამარცხდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112219