ფეხბურთი

13:39 | 26.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

ბექა მიქელთაძემ ავსტრალიაში მორიგი გოლი გაიტანა, რომელიც უკრაინას მიუძღვნა (+VIDEO)

ავსტრალიის A ლიგის მე-16 ტურში „ნიუკასლ ჯეტსის“ ქართველმა ფეხბურთელმა ბექა მიქელთაძემ გოლი გაიტანა და უკრაინას მიუძღვნა.

„მაკარტურთან“ შეხვედრაში, რომელიც ფრედ 2:2 დასრულდა, ბექამ შეუცვლელად ითამაშა, 32-ე წუთზე კი პენალტი ზუსტად დაარტყა და იმ დროისთვის ანგარიში გაათანაბრა (1:1).

ქართველმა ფორვარდმა უმალვე კარის უკან მიირბინა, სადაც მაისური ჰქონდა შენახული, რომელზეც უკრაინის დროშა იყო დახატული და თანაგუნდელებთან ერთად უკრაინას მხარდაჭერა გამოუცხადა.

24 წლის თავდამსხმელს მიმდიმარე სეზონში 11 მატჩში 8 გოლი აქვს გატანილი და ბომბარდირთა დავაში მეორე ადგილზეა. „ნიუკასლ ჯეტსი“ 12 თამაშში (4 მატჩი გადადებული აქვს) მოპოვებული 15 ქულით მერვე პოზიციაზეა, მომდევნო შეხვედრას კი 5 მარტს, სტუმრად „ვესტერნ იუნაიტედთან“ ჩაატარებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113942