ფეხბურთი

23:07 | 15.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

აგუერო: "ვგრძნობ, რომ ჩემი გული გამართულად არ მუშაობს"

ვეტერანმა არგენტინელმა ფეხბურთელმა სერხიო აგუერომ განაცხადა, რომ მისი გული ისე არ მუშაობს, როგორც საჭიროა. როგორც სამხრეთამერიკელმა თქვა, თავიდან საშინელი ორი კვირა გაიარა.

„როცა თამაშს ვცდილობ, სუნთქვა მეკვრება, უბრალოდ ვგრძნობ, რომ გული გამართულად არ მუშაობს. პირველი ორი კვირის განმავლობაში საშინელი პერიოდი გამოვიარე. როცა ეს ყველაფერი მოხდა, მეგონა, რომ სერიოზული არაფერი იყო და ყველაფერი კარგად იქნებოდა, მაგრამ როდესაც საავადმყოფოში მივედი და პატარა ოთახში მარტო დამტოვეს, ირგვლივ უამრავი მონიტორით, მივხვდი, რომ რაღაც რიგზე არ იყო. ჰოსპიტალიზაციიდან ორ დღეში ნერვიულობა დამეწყო“, - თქვა აგუერომ.

შეგახსენებთ, რომ სერხიო აგუერომ საფეხბურთო კარიერა გულის არითმიის გამო ნაადრევად დაასრულა.

0.11214