ფეხბურთი

22:34 | 15.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ პოლ პოგბას მეგა კონტრაქტს სთავაზობს

„პარი სენ ჟერმენი“ ზაფხულში პოლ პოგბას გადაბირებას ეცდება. ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანული Daily Mail-ი ავრცელებს.

წყაროს თანახმად, ფრანგულმა კლუბმა „მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველს მეგა წინადადება უკვე გაუმზადა. პოგბას ინგლისურ გრანდთან კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება და მის განახლებაზე შეთანხმებას ამ დრომდე ვერ ახერხებენ. ამიტომაც, დიდი შანსია გუნდი დატოვოს.

პსჟ-საც პოლის დამატება სწორედ თავისუფალი აგენტის სტატუსით სურს და თუ ამას გააკეთებს, მზადაა მას ძალიან მაღალი ხელფასი გადაუხადოს. აღსანიშნავია, რომ ფრანგ ფეხბურთელს ფრანგულ კლუბში არასდროს უთამაშია და შესაძლოა ლიგა 1-ში კარიერა 28 წლის ასაკში გააგრძელოს.

შეგახსენებთ, რომ პოლ პოგბა „მანჩესტერის“ ღირსებას 2016 წლიდან იცავს, მიმდინარე სეზონში მან 16 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112458