ფეხბურთი

19:18 | 14.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუ ფიქრობს, რომ რანგნიკი "მანჩესტერის" დონეს არ შეესაბამება

„მანჩესტერ იუნაიტედის“ თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ ფიქრობს, რომ რალფ რანგნიკი კლუბის დონეს არ შეესაბამება. ამის შესახებ ესპანური გამცოემა As-ი წერს.

გავრცელებული ინფორმაციით, პორტუგალიელსა და გერმანელ სპეციალისტს შორის ურთიერთობა ძალიან დაძაბულია. რონალდუ რანგნიკის მეთოდებს აკრიტიკებს, მწვრთნელი კი კრიშტიანუს თამაშით უკმაყოფილოა. აღსანიშნავია, რომ რანგნიკს მხარს „მანჩესტერის“ სხვა ლიდერებიც არ უჭერენ.

შეგახსენებთ, რომ რალფ რანგნიკმა „იუნაიტედი“ გასული წლის ნოემბერში სეზონის ბოლომდე ჩაიბარა, შემდეგ კი კლუბის მენეჯმენტში უნდა გადაინცვლოს.

რონალდუს 2022 წელს გოლი არ გაუტანია, ის მოედანზე მიმდინარე წელს ექვსჯერ გავიდა და 2010 წლის შემდეგ მსგავსი უგოლო სერია პირველად აქვს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112376