სხვა

11:14 | 10.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

მორის ყვითელაშვილმა ზამთრის ოლიმპიადაზე ისტორიული შედეგი გაიმეორა (+VIDEO)

ჩინეთის დედაქალაქ პეკინში მიმდინარე ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე მორის ყვითელათვილმა მე-10 ადგილი დაიკავა და ისტორიული შედეგი დააფიქსირა. ქართველმა მოციგურავემ მამაკაცთა ინდივიდუალურ შეჯიბრებაში, თავისუფალ პროგრამაში 170.64 ქულა დაიმსახურა, მოკლე და თავისუფალი პროგრამის ჯამში კი 268.62 ქულა აიღო.

ყვითელაშვილმა მოკლე პრეგრამა ეფექტურად შეასრულა და 97.98 ქულით მეხუთე პოზიციაზე იყო. ყველაფერი მის დღევანდელ გამოსვლას უნდა გადაეწყვიტა. თუმცა, მცირე ხარვეზის გამო ქულები დააკლდა, არადა შეეძლო ელენე გედევანიშვილის რეკორდი გაეუმჯობესებინა. გეტყვით, რომ გედევანიშვილის დაფიქსირებული შედეგი 2006 წლის ოლიმპიადაზე ასევე მე-10 ადგილი იყო.

საბოლოო ჯამში მორისის გამოსვლა წარმატებულად შეიძლება ჩავთვალოთ, რადგან 24 სპორტსმენიდან შეძლო თავი საუკეთესო ათეულში დაემკვიდრებინა.

პირველ პოზიციაზე ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელი ნათან ჩენი გავიდა, რომელმაც მოკლე პროგრამაში 113.97, ხოლო თავისუფალ პროგრამაში 218.63 ქულა დაიმსახურ. საბოლოო ჯამში კი 332.60 ქულით ოქროს მედალი მოიპოვა. ვერცხლი და ბრინჯაო კი იაპონელმა სპორტსმენებმა იუმა კაგაიამა და შომა უნომ მოიპოვეს.

ქართველი სპორტსმენები გამოსვლას 12 თებერვალს განაგრძობენ. რითმულ ცეკვებში საქართველოს მარია კაზაკოვასა და გიორგი რევიას წყვილი წარადგენს. წყვილთა შეჯიბრი თბილისის დროით 15:00 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112413